ქართული მხარე, ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის გაგრძელებას ეჭვქვეშ აყენებს. გასულ კვირას, დისკუსიების მე-16 რაუნდის დროს, ქართულმა დელეგაციამ მოსკოვის წინაშე საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი ტერაქტების საკითხი მკაცრად დააყენა.
მისი თქმით, თავდაპირველად ქართულმა მხარემ „არ გამორიცხა რუსეთთან თანამშრომლობა ტერაქტების გამოძიებაში და უშვებდა შესაძლებლობას, რომ ისინი ადგილობრივი ჯგუფების მიერ იყო მოწყობილი და რუსული პოლიტიკის ნაწილი არ გახლდათ”. თუმცა, „ტერაქტები არათუ აღიკვეთა და არათუ მათი შემსრულებლები დაისაჯნენ, არამედ მათი ინტენსიფიკაცია მოხდა”. ბოკერიას განცხადებით, სანამ მსგავსი ქმედებები არ შეწყდება, თბილისი მოლაპარაკებების მაგიდას აღარ დაუბრუნდება.
თბილისის დემარშმა, როგორც ჩანს, რუსული დელეგაცია საკმაოდ შეაშფოთა. ჟენევიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ქართული მხარის ბრალდებებს „პროპაგანდა” უწოდა. მან დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა თბილისის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ყურადღებით შეისწავლოს. „ჟენევის მოლაპარაკებების დროს, ბატონმა ბოკერიამ საქართველოს ბრალდებების შესახებ დოკუმენტები გადმომცა. მიმაჩნია, რომ ისინი პროფესიულ ანალიზსა და დამუშავებას საჭიროებს. რუსული მხარე ყოველმხრივ ეცდება ეს საკითხი დაარეგულიროს”, – განაცხადა კარასინმა.
გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებული მტკიცებულებები თბილისმა მოსკოვს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წარუდგინა. თუმცა, ამას რუსეთის მხრიდან „სერიოზული პასუხი არ მოჰყოლია” – ახალი ტერაქტების გარდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მტკიცებულებები თბილისმა NATO-ს შტაბბინაში, 28+1 ფორმატში გამართულ მოსმენაზეც წარადგინა.
ერთი კვირით ადრე შსს-მ დასავლეთ საქართველოში ტერაქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. დაკავებულმა გალის რაიონის მცხოვრებლებმა აღიარეს, რომ აფეთქების მოწყობას საოკუპაციო ძალების ოფიცრების დავალებით გეგმავდნენ.
მარტის ბოლოს სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააპატიმრეს, რომლებმაც ქუთაისში ტერაქტების მოწყობის მცდელობა აღიარეს. ასაფეთქებელი მოწყობილობები მათ სამხარეო ადმინისტრაციის, იუსტიციის სახლისა და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან უნდა ჩაედოთ. ამ ტერაქტების დამკვეთადაც გალის რაიონში მოქმედი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი დასახელდა.
გასული წლის სექტემბერ-ნოემბერში, საქართველოში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. ბომბები თბილისში – აშშ-ის საელჩოს, ლეიბორისტული პარტიის ოფისის მახლობლად – მუხიანში და ზუგდიდის რაიონში, რკინიგზაზე იყო დამონტაჟებული. ერთ-ერთი აფეთქების შედეგად შემთხვევითი გამვლელი დაიღუპა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებმაც ამ აფეთქებების მოწყობა აღიარეს. დაკავებულთა ჩვენებების თანახმად, ისინი ტერაქტებს გალის რაიონში მოქმედი რუსი ოფიცრების დაკვეთით ახორციელებდნენ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, თბილისს ამ შემთხვევაში უშუალოდ ჟენევის ფორმატთან პრეტენზია არ აქვს. თუმცა 3 წლის განმავლობაში მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ჩანს – რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ვალდებულებებს არ ასრულებს. მისი თქმით, ჟენევის დისკუსიებს საფრთხეს არა ქართული მხარის გადაწყვეტილება, არამედ რუსეთის ქმედებები უქმნის.
„იმ ვითარებაში, როდესაც მოლაპარაკებების მხარე, პარალელურ რეჟიმში ჩვენ წინააღმდეგ ტერაქტებს ახორციელებს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვება, დისკუსიის წარმოება შეუძლებლად მიგვაჩნია”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, თავდაპირველად ქართულმა მხარემ „არ გამორიცხა რუსეთთან თანამშრომლობა ტერაქტების გამოძიებაში და უშვებდა შესაძლებლობას, რომ ისინი ადგილობრივი ჯგუფების მიერ იყო მოწყობილი და რუსული პოლიტიკის ნაწილი არ გახლდათ”. თუმცა, „ტერაქტები არათუ აღიკვეთა და არათუ მათი შემსრულებლები დაისაჯნენ, არამედ მათი ინტენსიფიკაცია მოხდა”. ბოკერიას განცხადებით, სანამ მსგავსი ქმედებები არ შეწყდება, თბილისი მოლაპარაკებების მაგიდას აღარ დაუბრუნდება.
თბილისის დემარშმა, როგორც ჩანს, რუსული დელეგაცია საკმაოდ შეაშფოთა. ჟენევიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, ქართული მხარის ბრალდებებს „პროპაგანდა” უწოდა. მან დასძინა, რომ მოსკოვი მზადაა თბილისის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ყურადღებით შეისწავლოს. „ჟენევის მოლაპარაკებების დროს, ბატონმა ბოკერიამ საქართველოს ბრალდებების შესახებ დოკუმენტები გადმომცა. მიმაჩნია, რომ ისინი პროფესიულ ანალიზსა და დამუშავებას საჭიროებს. რუსული მხარე ყოველმხრივ ეცდება ეს საკითხი დაარეგულიროს”, – განაცხადა კარასინმა.
გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებული მტკიცებულებები თბილისმა მოსკოვს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წარუდგინა. თუმცა, ამას რუსეთის მხრიდან „სერიოზული პასუხი არ მოჰყოლია” – ახალი ტერაქტების გარდა.
უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, მტკიცებულებები თბილისმა NATO-ს შტაბბინაში, 28+1 ფორმატში გამართულ მოსმენაზეც წარადგინა.
ტერაქტის ბოლო მცდელობა, საქართველოს შს სამინისტრომ, ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდამდე ერთი დღით ადრე გამოააშკარავა. სამართალდამცავებმა ბადრი გოგიაშვილი დააკავეს. ის ახალგორის რაიონიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის გადმოტანას ცდილობდა. დაკავებულის ჩვენების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების ოფიცრებმა და სეპარატისტებმა, თბილისში NATO-ს სამოკავშირეო ოფისთან ბომბის ჩადება დაავალეს.