ძიუდო: სამი ოქრო ბუქარესტიდან!

ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში შედეგიანობით ვერ დაიკვეხნიან, შაბათ-კვირას ძალიან წარმატებული ტურნირი ჩაატარეს. რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ტურნირის პირველ დღეს, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ბეთქილ შუკვანი (60 კგ) ჩემპიონი გახდა. უკვე კვირას კი ოქროს მედლები  ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) აიღეს. ამავე დღეს ფინალურ შეხვედრაში დამარცხდა მძიმეწონოსანი ზვიად ხანჯალიაშვილი.

ამათ გარდა ტურნირზე კიდე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა - 66 კგ-ში შალვა ქარდავა, 73 კგ-ში კი ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილი. ამჯერად მედლის მოპოვება ვერცერთმა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავა.

60 კგ. 1. ბეთქილ შუკვანი (საქართველო) 2. ტობიას ენგლმაიერი (გერმანია) 3. ისამ ნური (საფრანგეთი) 3. ლუდვიგ პაიშერი

66 კგ. 1. დან გეორგე ფასიე (რუმინეთი) 2. დავიდ ლაროზე (საფრანგეთი) 3. კოლინ ოუტსი (დიდი ბრიტანეთი) 3. პაველ ზაგროდნიკი (პოლონეთი)

73 კგ. 1. რასულ ბაქიევი (ტაჯიკეთი) 2. იოსეფ პალელაშვილი (ისრაელი) 3. ჟონათან ალარდონი (საფრანგეთი) 3. ჰასან ვანლიოღლუ (თურქეთი)

81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო) 2. არტემ ვასილენკო (უკრაინა) 3. ანტუან ჟანინი (საფრანგეთი) 3. ჟაბოლოშ კრიჟანი (უნგრეთი)

90 კგ. 1. ზვიად გოგოჭური (საქართველო) 2. გრიგორი სულემინი (რუსეთი) 3. ჩინგიზ მამედოვი (ყირგიზეთი) 3. მილან რანდლი (სლოვაკეთი)

100 კგ. 1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) 2. რამადან დარვიში (ეგვიპტე) 3. ლეონარდო ლეიტე (ბრაზილია) 3. ამელ მეკიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა)

+100 კგ. 1. ბარნა ბორი (უნგრეთი) 2. ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო) 3. სოსლან ბოსტანოვი (რუსეთი) 3. ვალტერ სანტოსი (ბრაზილია)

კომენტარები