საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპე დიმიტროვმა დღეს ჟურნალისტებისთვის „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების“ სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ეს მეოთხე შუალედური ანგარიშია, რომელიც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების სამოქმედო გეგმის შესახებ წარმოადგინა. მასში გეგმის შესრულების 2010 წლის მდგომარეობაა აღწერილი. სამოქმედო გეგმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა. შუალედური ანგარიში 12 ქვეყანის, მათ შორის საქართველოს შესახებ, 26 მაისს ბრიუსელში გამოქვეყნდა.
დიმიტროვის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რო მთლიანობაში ქვეყნამ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტკის განხორციელების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების რეალიზაციის საკითხში 2010 წელს. ეს განსაკუთრებით ეხება სასამართლო რეფორმას , საარჩევნო პროცედურებს, ქალთა უფლებების ზრდას, საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას, რაფორმებს ვაჭრობისა და ბიზნესის საკითხებში, რეგიონალურ განვითარების საკითხს და ასევე ადამინისტრაციული კორუფციის არსებით შემცირებას“ განაცხადა დიმიტროვმა
ამავე დროს დიმიტროვმა აღნიშნა, რომ ანაგრიშში შევიდა საკითხები, რომლის მიმართულებითაც მთვარობამ მუშაობა უნდა გააძლიეროს. ესენია „დემოკრატიის კონსოლიდაცია, დემოკრატიის განმტკიცება პოლიტიკური ურთიერთობებისა მედია პლურალიზმის საკითხში, ნაციონალური უმცირესობების უფლებები, ასევე პრობლემაა კორუფცია მაღჩინოსნებში, რომლის აღმოსაფხვრელადაც მთავრობას დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოუწევს. ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია მთავრობის მუშაობის გააქტიურება უმუშევრობის დონის დაწევისა და სიღარიბის დაძლევის კუთხით“
დიმიტროვის თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია, რომ პროგრესი არ აღინიშნა საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით და მხოლოდ შეზღუდული წინსვლაა მიღწეული დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული სტრატეგიის განვითარებასთან დაკავშირებით.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ "ევროკავშირი კვლავ მტკიცედ სცემს პატივს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას. ის სრულიად ახორციელებს მის მიერ აღთქმულ ომისშემდგომ დახმარებას, უზრუნველყოფს რა სახსრებს მაგალითად, დევნილთა სახლებისათვის, ამავე დროს ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას ძალის არ გამოყენების შესახებ“ - განაცხადა დიმიტროვმა
საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში 2004 წლის 14 ნოემბერს ჩაერთო. სამეზობლო პოლიტიკის განხორცილების სამოქმედო გეგმა არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სტრატეგიულ ამოცანებს განსაზღვრავს.