ოპრა ვინფრის საბოლოო შოუ, ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/anb.png##fbimage#
 არავითარი სტუმრები, არავითარი გარდასახვა და არავითარი გულუხვი საჩუქრები. 25 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ოპრა ვინფრიმ საკუთარი თოქ-შოუ დახურა, რომელიც აუდიტორიას და თაყვანისმცემლებს მიუძღვნა.

დამსწრე საზოგადოება ვინფრის სცენაზე გამოჩენას ფეხზე წამომდგარები, ოვაციების თანხლებით შეხვდნენ.
 ოპრამ მაყურებლებს საკუთარი ადრინდელი გადაცემის ნაწყვეტები წარუდგინა, გაუზიარა  ცხოვრებისეული გამოცდილებები და მადლიერება გამოხატა საზოგადოების მიმართ.

წვერ გაპარსული ბრედ პიტი და გასხივოსნებული ანჯელინა ჯოლი გამოცხადნენ ლოს-ანჯელესში, წითელ ხალიჩაზე ფილმ „ცხოვრების ხე“ პრემიერაზე. რომელშიც პიტი მთავარ როლს ასრულებს. ფილმმა კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა.
„ცხოვრების ხე“ მსოფლიო კინოთეატრებში 27 მაისიდან გამოვა.

ჯეიმს ბონდი დაბრუნდა - წიგნის სახით. უახლესი ავტორიზირებული ნოველა, ბრიტანელ საიდუმლო აგენტზე ოფიციალურად ლონდონში გამოიცა.
„Carte Blanche” - ასე ქვია წიგნს, რომელიც დეტექტივების ამერიკელ მწერალს, ჯეფრი დივერს ეკუთვნის.
გამომცემლები ნოველის შინაარსს ასაიდუმლოებენ, მხოლოდ იმას ამჟღავნებენ რომ მოვლენები დღევანდელ დღეს სერბეთსა და დუბაიში ვითარდება.

საბოლოოდ, ოსკარების დაჯილდოების ცერემონია 21-ე საუკუნეში გადადის. ორგანიზატორები გეგმავენ ძველი ხმის მიცემის პროცესი, რომელიც საფოსტო გზავნილებით ხორციელდებოდა და ბიულეტინების შევსებას გულისხმობდა ახალი სისტემით, ხმის მიცემის ონლაინ რეჟიმით ჩაანაცვლონ.
ამერიკული კინო აკადემია უკვე დაეკონტაქტა საკუთარ წევრებს და ელექტრონული მისამართები მოთხოვა.
ახალ სისტემაზე გადასვლა ორგანიზატორებს საქმეს გაუმარტივებს.

 

 

კომენტარები