ყვავილების ფესტივალს თბილისმა დღეს უმასპინძლა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/yvfst.png##fbimage#
თბილისი ყვავილების ფესტივალს უკვე მეშვიდედ მასპინძლობს, მხოლოდ ერთი დღით, დღეს 26 მაისს, შარდენის ქუჩა, ბამბის რიგი და სამების სკვერი  ყვავილებით მოირთო.

ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზებით ტარდება და წელს პირველად მასში მონაწილეობის მისაღებად ფლორისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, გასულ წელთან შედარებით მონაწილეობის მიღების მსურველთა რაოდენობა თითქმის 50 % - ით გაიზარდა.

ფესტივალზე წარმოდგენილია ყვავილები როგორც კერძო კოლექციებიდან, ასევე სხვადასხვა კომპანიების მიერ.

მსურველებს შეგიძლიათ დღეს, 19:00 საათამდე ეწვიოთ შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიას, იხილოთ და შეიძინოთ სხვადასხვა  ღია ნიადაგის, დეკორატიული და ქოთნის ყვავილი.

კომენტარები