ეგვიპტელი ბლოგერი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელეს

ეგვიპტელი ბლოგერი, კომპანია Google-ის წარმომადგენელი ეგვიპტეში ვაელ გონიმი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, ჟურნალმა ტაიმმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. 100-კაციან სიაში მოხვდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, სოციალური ქსელის, ფეისბუქის დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი და ვებ პორტალ ვიკილისის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი.

ჟურნალ ტაიმის გავლენიან ადამიანთა ასეულშია აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ოსკაროსანი მსახიობი კოლინ ფირტი. გავლენიან ადამიანთა ჩამონათვალში, როგორც ყოველთვის, მოხვდა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი. ტაიმის სიაში წელს პირველად მოხვდნენ უელსის პრინცის, უილიამის საცოლე კეიტ მიდლტონი და ამერიკელი  პოპ მომღერალი ჯასტინ ბიბერი. წლის ყველაზე გავლენიანი სპორტსმენი კი არგენტინელი ფეხურთელი ლიონელ მესი აღმოჩნდა.

კომენტარები