ცნობილი პროგრამული ანტივირუსის შემქმნელის, ევგენი კასპერსკის შვილი ივან კასპერსკი მოსკოვში 19 აპრილს გაიტაცეს. გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ევროს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Life News ავრცელებს.
20 წლის ივან კასპერსი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მათემატიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს და, პარალელურად, დედასთან ნატალია კასპერსკისთან ერთად კომპანია InfoWatch -ში მუშობს. ნატალია კასპერსკი შპს „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანადამფუძნებელია. კომპანია პროგრამული ანტივირუსებისა და კომპიუტერული უსაფრთხოების სხავასხვა პროგრამას აწარმოებს. ამ კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი ევგენი კასპერსკის საკუთებაა.
გამტაცებლებმა ივან კასპერსკის მამას გატაცების დღესვე მოსთხოვეს გამოსასყიდი. ევგენი კასპერსკი გამტაცებლებისაგან ინფორმაციის მიღებისთანავე დაბრუნდა ლონდონიდან მოსკოვში. უფროსი კასპერსკის მეგობარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოჯახს შვილის უვნებლად დაბრუნების გარანტია თანხის გადახდის შემთხვევაშიც არ აქვს. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ივან კასპერსკიმ, რომელიც ლექციებს რეგულარულად ესწრებოდა, სამი კვირის წინ უნივერისტეტში სიარული შეწყვიტა.
გასულ კვირას ჟურნალმა „ფორბსმა“ რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სია გამოაქვეყნა. მასში 125-ე ადგილზე ევგენი კასპერსი მოხვდა. “ფორბსის” ვერსიით, მისი ქონება 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული.