ფუქსის და ფრენკელის შვილებმა პრეზიდენტს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალება სთხოვეს

ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შვილებმა საქართველოს პრეზიდენტს მათი შეწყალების თხოვნით მიმართეს. აპრილის დასაწყისში ფრენკელს და ფუქსს 6.5 და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით. ებრაელი ბიზნესმენები ბრალდებებს უარყოფენ.

ბრალდებულთა ადვოკატის, არჩილ ფუხაშვილის თქმით, ფუქსისა და ფრენკელის შვილებმა პრესიდენტ მიხეილ სააკაშვილს მსჯავრდებულების შეწყალება მათი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სთხოვეს.

ფუხაშვილის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე ჩაბარებულია პრეზიდენტის კანცელარიაში. საინფორმაციო სააგენტო GHN-სთან საუბარში ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატმა აღნიშნა, რომ “პესიმისტურად” არის განწყობილი. “თუმცა, შეწყალების შესახებ დაკავებულთა ოჯახის წევრთა თხოვნა მაინცწარვადგინეთ, რადგან ამით მათი გათავისუფლების ყველა შესაძლებლობა ამოგვეწურა,” განაცხადა ფუხაშვილმა.

კომენტარები