104 მილიონი ახალი ენერგოაქტივებისთვის

რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter RAO, 2015 წლამდე საქართველოს ენერგოსექტორში 193 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას მოახდენს. კომპანიამ, მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე, საქართველოს ბიუჯეტში 104 მილიონი აშშ დოლარი უნდა შეიტანოს.

რუსული კომპანია ჰიდროელექტროსადგურებს – ხრამი 1 და ხრამი 2 25 წლის განმავლობაში მართავდა. აპრილში კი Inter RAO-მ სახელმწიფოსგან ორივე ჰიდროელექტროსადგური გამოისყიდა
 
Inter RAO
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენერგოკომპანია 1997 წელს დაარსდა. აწარმოებს და ანაწილებს ელექტროენერგიას. ფლობს 18 ათასი მეგავატის საერთო სიმძლავრის თერმულ, ბირთვულ და ჰიდროელექტროსადგურებს. ოპერირებს რუსეთში, ფინეთში, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთსა და ჩინეთში.
Inter RAO-მ ჰიდროელექტროსადგურები იმ პირობით შეისყიდა, რომ 2015 წლამდე მდინარე ხრამზე 3 ჰესისგან შემდგარ კასკადს ააგებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 193 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული. სხვადასხვა გათვლით, კასკადის საერთო სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. ელექტროენერგიის დიდი ნაწილის ექსპორტი რუსეთსა და თურქეთში განხორციელდება. ექსპორტის ზუსტი მოცულობა საქართველოს შიგნით ელექტროენერგიის მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. 2010 წელს Inter RAO-მ საქართველოში 212 მილიონი კილოვატსაათის ელექტროენერგიის ექსპორტი და 1.1 მილიარდი კილოვატსაათის იმპორტი განახორციელა. იმპორტის ამ მაჩვენებელმა 2009 წლისას თითქმის ორჯერ გადააჭარბა.
Inter RAO საქართველოში კიდევ ორ ელექტროკომპანიას ფლობს: 600 მეგავატის სიმძლავრის თერმულ ელექტროსადგურს – მტკვარი ენერგეტიკა და საქართველოს უდიდეს ელექტროქსელს – თელასი. 
 

კომენტარები