დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნაციონალისტური ორგანიზაცია „მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ“ ექსტრემისტულ ორაგიზაციად სცნო და მისი საქმიანობა აკრძალა. მოსკოვის პროკურატურამ ამ ორგანიზაციის საქმიანობა ჯერ კიდევ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე,16 თებერვალს აკრძალა.
„მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსკოვის პროკურატურის მოთხოვნა „მოძრაობა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ“ ექსტემისტულ ორგანიზაციად ცნობისა და მისი აკრძალვის შესახებ“ ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის გენპროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ პროკურატურას გააჩნდა იმის დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ ორგანიზაციის მიზანი „ექსტრემისტული საქმიანობა“ იყო. სამართალდამცველებმა სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები ამ ორგანიზაციის წევრთა მონაწილეობის შესახებ იმ აქციაში, რომელიც მათი თქმით „ეთნიკურ შუღლს აღვივებდა. საუბარია 2010 წლის დეკემბერში მოსკოვში, მანეჟის მოედანზე მომხდარ მასობრივ თავდასხმებზე კავკასიური წარმოშობის ადამიანებზე.