ორი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა დღეს ავღანეთის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელმა, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული, სამინისტროს შენობის მეორე სართულზე შეაღწია და ცეცხლი გახსნა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სწორედ მეორე სართულზე მდებარეობს ავღანეთის თავდაცვის მინისტრისა და მისი მოადგილეების კაბინეტები. შეიარაღებული მამაკაცი თავდაცვის სამინისტროს დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.
თავდასხმა თავის თავზე დაჯგუფება თალიბანმა აიღო. დაჯგუფების წარმომადგენლების თქმით, მათი მიზანი „მარიონეტი“ თავდაცვის მინისტრის მოკვლა იყო. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ბოლო ხუთი დღის მანძილზე ქაბულში მომხდარი ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა თავდამსხმელმა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ასე ახლოს მისვლა მოახერხა.