„დროა ეს მოხსენება ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთ!” – ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ, სამხრეთ აფრიკელი მოსამართლის, რიჩარდ გოლდსტოუნის სტატიას Washington Post-ში. გოლდსტოუნი სამხრეთ აფრიკის კონსტიტუციური სასამართლოს მოსამართლე და იუგოსლავიისა და რუანდის საერთაშორისო კრიმინალური ტრიბუნალების მთავარი პროკურორია. ის გაეროს მანდატით იმ სპეციალურ კომისიას ხელმძღვანელობდა, რომელიც 2008 წლის ღაზის ომში, მხარეების სამხედრო ოპერაციების საერთაშორისო სამართალთან თავსებადობას იძიებდა. ათიოდე დღის წინ, გოლდსტოუნმა, მის მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული დასკვნის მიკერძოებულობა აღიარა.
მოხსენება ისრაელის მხარეს პალესტინელი სამოქალაქო პირებისადმი მიზანმიმართულ აგრესიასა და სხვა მრავალ სამხედრო დანაშაულში სდებდა ბრალს. ამასთან, ის არსებითად ამცრობდა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. უკვე დღეს კი, ავტორი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს: „ჩვენმა მოხსენებამ აღმოაჩინა პოტენციური ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე ორივე მხარის მიერ”, აცხადებს გოლდსტოუნი.
მოხსენება ისრაელის მხარეს პალესტინელი სამოქალაქო პირებისადმი მიზანმიმართულ აგრესიასა და სხვა მრავალ სამხედრო დანაშაულში სდებდა ბრალს. ამასთან, ის არსებითად ამცრობდა ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. უკვე დღეს კი, ავტორი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს: „ჩვენმა მოხსენებამ აღმოაჩინა პოტენციური ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე ორივე მხარის მიერ”, აცხადებს გოლდსტოუნი.
ისრაელსა და აშშ-ს აღნიშნული მოხსენება არასდროს უღიარებიათ, ისინი კონტრავერსიული დოკუმენტის გაუქმებას მოითხოვენ. დოკუმენტი გამოქვეყნებისთნავე იქცა ანტიისრაელურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების მთავარ იარაღად. მან მნიშვნელოვნად შელახა ისრაელის საერთაშორისო იმიჯი და ჰამასის მოქმედებების ლეგიტიმაციას შეუწყო ხელი.
საქმე ის არის, რომ 1990-იანი წლების შემდეგ, ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის კონფლიქტის სახე მნიშვნელოვნად იცვლებოდა. თუ აქამდე შეტაკება სახელმწიფოებსა და რეგულარულ არმიებს შორის მიმდინარეობდა, უკანასკნელ პერიოდში ის ასიმეტრიულ ომად გადაიქცა.
ისრაელსა და აშშ-ს აღნიშნული მოხსენება არასდროს უღიარებიათ, ისინი კონტრავერსიული დოკუმენტის გაუქმებას მოითხოვენ.
2008 წელს, როცა ისრაელმა ჰამასის სარაკეტო დარტყმებს უპასუხა, ღაზაში მყოფ ტერორისტებს სამხედრო ფორმები არ ეცვათ. ისინი მოსახლეობას იყვნენ შერეულნი და მათი გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელი ხდებოდა. ასეთ გარემოებებში კი, რთულია განსაზღვრა, თუ ვის წინააღმდეგ ხორციელდება სამხედრო მოქმედებები. ამასთან, ჰამასი დასახლებული პუნქტებიდან ისროდა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებაა და სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. გოლდა მეირი ამბობდა: „ჩვენ შეგვიძლია შევუნდოთ არაბებს ჩვენი შვილების მკვლელობა. მაგრამ ვერასდროს ვაპატიებთ მათი შვილების მკვლელობის იძულებას. ჩვენ გვექნება მშვიდობა არაბებთან, როცა მათ საკუთარი შვილები ისე ძლიერ ეყვარებათ, როგორც ჩვენ ვძულვართ”.
ისრაელის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ როცა ომი მოსახლეობას განადგურებით ემუქრება, მასში სწორი სტრატეგია არ არსებობს და ერთადერთი სწორი ნაბიჯი ბრძოლების შეწყვეტაა. თუმცა ისრაელმა წარსულში ეს ნაბიჯიც გადადგა – უნილატერულად ღაზის სექტორი და ჩრდილოეთ ტერიტორიები დატოვა, მაგრამ ამ ქმედებას მშვიდობა არ მოუტანია, პირიქით, ეს ტერიტორიები ომის ცეცხლში გახვია.
მოხსენებაში, ტერორისტების მიერ სამოქალაქო ფარის გამოყენებისა და უნიფორმების გახდის შესახებ, ბევრი არაფერია ნათქვამი. მხოლოდ აღნიშნულია, რომ მათი გამოძიება ვერ მოხერხდა. მოხსენება მხედველობაში არ იღებს ჰამასის სტრატეგიას და საკუთარი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას თავად ჰამასს ავალებს. გოლდსტოუნმა თავის სტატიაში აღიარა, რომ ჰამასისთვის მსგავსი დავალების მიცემა უშედეგო და არაფრის მომცემი იყო.
მისიის მუშაობის პერიოდში, გოლდსტოუნმა განაცხადა, რომ მის ჯგუფს ისრაელის მხარემ საჭირო მასალები არ გადასცა. ერთი მხრივ, გასაგებია ისრაელელების ენთუზიაზმის ნაკლებობა, საკუთარ გილიოტინაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია NGO Monitor-ის ცნობით, მისიას არაბული ლიგა აფინანსებდა, რაც გოლდსტოუნის მოხსენების ობიექტურობას თავისთავად ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა ავტორს ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ისრაელი სამხედრო კრიმინალში არ დაედანაშაულებინა. ავღანეთში ბრიტანეთის ძალების ყოფილი მეთაურის, პოლკოვნიკ რიჩარდ კემპის ჩვენების მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხედრო ოპერაციების წინ, ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს, სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.
რიჩარდ გოლდსტოუნმა, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მანდატის შეცვლა და მასში ორივე მხარის პასუხისმგებლობების აღნიშვნა მოითხოვა. „მისიაში მუშაობას მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა”, განაცხადა მან. სინამდვილეში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო საკუთარ რეზოლუციებსა და მოხსენებებში ცალმხრივი რჩებოდა.
კომისიის მუშაობა თავიდანვე არასწორი მიმართულებით წარიმართა. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, რომლისთვისაც ანტიისრაელური განწყობები უცხო არ არის, მისიას მიზნად დაუსახა, ისრაელის თავდაცვის ძალების დანაშაულებები გამოეკვლია. ამასთანავე Human Rights Watch-ის დამფუძნებლის, რობერტ ბერსტაინის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭომ კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ანტიისრაელური განწყობის ებრაელი შეარჩია, რათა ანტისემიტიზმში ბრალდებისგან თავი დაეცვა.
ჯგუფის მუშაობაც ანტიისრაელურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების, Human Rights Watch-ისა და Amnesty International-ის მოხსენებებს დაეყრდნო. ამ უკანასკნელმა გოლდსტოუნის ჯგუფს 36 ინციდენტის გამოძიება შესთავაზა, რომელთაგან ჰამასის სამხედრო დანაშაულებს არც ერთი ეხებოდა. გოლდსტოუნი HRW-ის მმართველ საბჭოშიც რჩებოდა, სანამ ეს ფაქტი, ინტერესთა კონფლიქტის გამო, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ გააპროტესტეს. სამხრეთ აფრიკელი მოსამართლე სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა პოლიტიზირებულ და ცალმხრივი დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან – მათ შორის Al Haq-თან, Adalah-სა და Alternative Information Center-თან.
კრიტიკის ობიექტი გამოძიების სტანდარტებიც გახდა. NGO Monitor-ის ცნობით, გამოძიების პროცესი, გაეროს ფაქტების მოძიების მისიის სტანდარტებს, იურისტთა საერთაშორისო გაერთიანებისა და International Bar Association-ის მიერ დადგენილი ლუნდ-ლონდონის დირექტივებს არ შეესაბამებოდა.
2009-2010 წლებში, ისრაელის მხარემ საკუთარ სამხედრო ძალებში გამოძიება ჩაატარა. ღაზის სექტორში, სამხედრო ოპერაციების დროს, სხვადასხვა სახის დანაშაულებებში შემჩნეული ოფიცრები და ჯარისკაცები დაისაჯნენ. შესაძლოა, ისრაელის თავდაცვის ძალების ამ ქმედებებმა გოლდსტოუნი აიძულა, საკუთარი ნაშრომი ორი წლის შემდეგ გაეკრიტიკებინა. აღსანიშნავია, რომ მოხსენება შიდა გამოძიებების ჩატარებისკენ ორივე მხარეს მოუწოდებდა. ამას ჰამასმა, ცხადია, ყურადღება არ მიაქცი




