ფორმულა 1: მალაიზიის დიდი პრიზი — ფეტელის მეორე ტრიუმფი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/f11.png##fbimage#
 ფორმულა 1-ის წლევანდელი სეზონი რედ ბულის გერმანელი პილოტისთვის, სებასტიან ფეტელისთვის დიდებულად დაიწყო: კვირას, მალაიზიის ავტოდრომ სეპანგზე მსოფლიოს ჩემპიონმა ზედიზედ მეორე რბოლა მოიგო და ავსტრალიის დიდი პრიზის დარად, კვლავაც საკვალიფიკაციოში გამარჯვებით!

ფეტელმა მთელი რბოლა ჩინებულად წარმართა და ერთხელაც არ მისცა კონკურენტებს გასწრების შანსი. რაც შეეხება მეტოქეებს, ისინი ხან მექანიკოსებმა დააღალატეს, ხან კი ბოლიდებმა.

ყველაზე ძალიან მაკლარენის პილოტი ლუის ჰემილტონი დაზარალდა, რომელსაც ბოქსებში ძვირფასი წამები დააკარგვინეს - ტრასაზე დაბრუნებული, კონკურენტებს უკან აღმოჩნდა და პოზიციის დაბრუნება ვეღარ შეძლო. შედეგაც, მან მალაიზიის დიდი პრიზი 4 ქულით დაასრულა, როცა ორი კვირის წინ, ავსტრალიაში 18 მოიპოვა.

კვლავ არცთუ დამაჯერებლად იასპარეზა ფერარის ორივე პილოტმა - ბრაზილიელმა ფელიპე მასამ და ესპანელმა ფერნანდო ალონსომ ვერც ამჯერად მოახერხეს სამეულში მოხვედრა. რაც შეეხება ფორმულა 1-ის ისტორიაში უძლიერეს პილოტს მიხაელ შუმახერს, მან მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა - სეპანგის ავტოდრომზე მე-9 ადგილზე გავიდა.

მომდევნო, რიგით მესამე დიდი პრიზი, ჩინეთში, შანხაიში გათამაშდება.

 
მალაიზიის დიდი პრიზი: სეპანგი, 10 აპრილი (პირველი ათეული)

1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 1.37:39.832

2.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +00:3.261

3.ნიკ ჰაიდფელდი (რედ ბული; გერმანია) - +00:25.075

4.მარკ ვებერი (რედ ბული; ავსტრალია) - +00:26.384

5.ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) - +00:36.958

6.ფერნანდო ალონსო (ფერარი; ესპანეთი) - +00:57.248

7.კამუი კობაიაში (საუბერი; იაპონია) - +01:06.439

8.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) - +01:09.957

9.მიხაელ შუმახერი (მერსედესი; გერმანია) – +01:24.896

10.პოლ დი რესტა (ფორს ინდია; დიდი ბრიტანეთი) – +01:31.653

 
 პილოტები

1.სებასტიან ფეტელი (რედ ბული; გერმანია) – 50 ქულა; 2.ჯენსონ ბატონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 26; 3.ლუის ჰემილტონი (მაკლარენი; დიდი ბრიტანეთი) – 22; 4.მარკ უებერი (რედ ბული; ავსტრალია) – 22; 5.ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) – 20; 6.ფელიპე მასა (ფერარი; ბრაზილია) – 16; 7.ნიკ ჰაიდფელდი (რენო; გერმანია) – 15; 8.ვიტალი პეტროვი (რენო; რუსეთი) – 15; 9.კამუი კობაიაში (ზაუბერი; იაპონია) – 6; 10.სებასტიენ ბუემი (ტორო როსო; შვეიცარია) – 4; 11.ადრიან სუტილი (ფორს ინდია; გერმანია) – 2; 12.მიხაელ შუმახერი (მერსედესი; გერმანია) – 2; 13.პოლ დი რესტა (ფორს ინდია; დიდი ბრიტანეთი) – 2

კონსტრუქტორთა თასი

1.რედ ბული - 72 ქულა; 2.მაკლარენი - 48; 3.ფერარი - 36; 4.რენო - 30; 5.ზაუბერი - 6; 6.ტორო როსო - 4; 7.ფორს ინდია - 4; 8.მერსედესი - 2

კომენტარები