აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 2010 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის ერთ-ერთი თავი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წელს საქართველოში პრობლემები, ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლინდა. ანგარიშის ავტორების თქმით, ირღვეოდა პატიმრების უფლებები როგორც დაკავების მომენტში, ასევე პატიმრობაში ყოფნის დროს.
„იყო შემთხვევები, როცა ციხის თანამშრომლები და პოლიციის ოფიცრები დაკავებულებს არასათანადოდ ეპყრობოდნენ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ პოლიცია ხშირად იყენებდა გადამეტებულ ძალას ადამიანების დაკავების დროს. ომბუდსმენის თქმით, ამ ტიპის ბრალდებების გამოძიება ხშირად არაადექვატური და არაეფექტური იყო,“ ვკითხულობთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. თუმცა, აქვე მითითებულია, რომ პენიტენციური სისტემისა და პოლიციის განყოფილებებისგან განსხვავებით, დაკავებულთა უფლებების დარღვევა არ გამოვლენილა წინასწარი დაკავების საკნებში.
ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში ერთ-ერთ პრობლემას კანონის შერჩევითობა წარმოადგენს. „დანაშაულს, რომლებიც სავარაუდოდ ჩადენილი იყო მთავრობის წარმომადგენლების ან მათი მომხრეების მიერ, უფრო ნელა იძიებდნენ და ხშირად მომლოდინე რეჟიმში რჩებოდა, მაშინ, როცა იმ დანაშაულს, რომლებიც სავარაუდოდ, ჩადენილი იყო ოპოზიციურ ძალებთან დაკავშირებული ადამიანების ან ორგანიზაციების მიერ, უფრო სწრაფად იძიებდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით სჯიდნენ,“ წერია ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორების თქმით, გასულ წელს კვლავ პრობლემად დარჩა ხელისუფლების ზეწოლა სასამართლოზე, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ასევე ბიზნესზე ზეწოლა ოპოზიციისა და თავისუფალი მედიის შეზღუდვის მიზნით. „იყო რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები... ასევე ცნობები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ თბილისიდან მათი გასახლების დროს,“ ვკითხულობთ ანგარიშში. ძირითად პრობლემებს შორის დოკუმენტში დასახელებულია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა დევნა, კორუფცია ხელისუფლების მაღალ წრეებში და მთავრობის მიერ შრომითი ასოციაციების საქმიანობაში ჩარევა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2010 წლის მნიშვნელოვან გარღვევად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასახელა ახალი სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის მიღება, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებისკენ მიმართული ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი ციხეების აშენება და თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარება.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. „სეპარატისტული ტერიტორიების დე ფაქტო ოფიციალური პირები და რუსი ოფიციალური პირები აკავებდნენ ადამიანებს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ადმინისტრაციული საზღვრის ‘უკანონო’ გადაკვეთის ბრალდებით,“ წერია ანგარიშში. აქვე მითითებულია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლოებმა უარი თქვეს ეთნიკური ქართველების საკუთრების დავების განხილვაზე, რითაც, ანგარიშის ავტორების თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებს წაართვეს თავიანთი ქონება აფხაზეთში. დოკუმენტში ასევე საუბარია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემულ დადგენილებაზე, რომელის მიხედვითაც საქართველოს ხელისულების მიერ ახალგორის რაიონში 1991-2008 წლებში გაცემული ქონებრივი დოკუმენტები ბათილად გამოცხადდა.
აშშ-ს სახელმეწიფო დეპარტამენტის 2010 წლის ანგარიში აშშ-ს ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა „მნიშვნელოვანი მიღწევები“. ელჩმა დასძინა, რომ „კვლავ რჩება წინსვლის შესაძლებლობა.“ „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი მიმართულია საარჩევნო რეფორმის და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ.