აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში თურქეთში ჩავიდა. აფხაზური მედიის ცნობით, ბაღაფში თურქეთში აფხაზურ დელეგაცაისთან ერთად იმყოფება. ვიზიტი ოთხ დღეს გასტანს. დე ფაქტო ოფიციალური პირების განცხადებით, ბაღაფში სტამბულში ”რამდენიმე საქმიან შეხვედრას გამართვს ორმხრივი ბიზნეს თანამშრომლობის შესახებ. ” დე ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელი თურქეთის იმ რეიგონებსაც მოინახულებს, სადაც აფხაზურ -ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები ცხოვრობენ. დღეს სტამბულში აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას ბაღაბშმა სინანული გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, ”ობიექტური მიზეზების გამო” ვერ შეძლო მათთან შეხვედრა. დე ფაქტო პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ”დიდი ხნის წინ დაგეგმილი” ვიზიტის საშუალება მიეცა, იტყობინება აფხაზური პრესა.
თურქეთში გამგზავრების წინ, მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა ვიზიტისა და დიასპორასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თურქული პრესის საშუალებით გაავრცელა. თავის განცხადებაში ბაღაფში მადლობას უხდიდა თურქეთს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ”სამშობლოდან განდევნილი აფხაზებისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.” ეს ბაღაფშის მეორე ვიზიტია თურქეთში. პირველად ის თურქეთს მაშინ სტუმრობდა, როცა ბაღაფში დე ფაქტო რეჟიმის პრემიერ მინისტრი იყო.