გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, სასამართლომ რუსეთის ერთ-ერთი შუამდგომლობა გაითვალისწინა და ათი ხმით ექვსის წინააღმდეგ დაადგინა, რომ ის არ არის უფლებამოსილი განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი. სასამართლო დაეთანხმა ქართული მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ეხება 1965 წლის დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევას. მაგრამ დაადგინა, რომ სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია, მანამდე სანამ მხარეები არ ამოწურავენ მოლაპარაკების რესურსს.




