საქართველოს სახალხო დამცველმა 2010 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 2010 წლის ანგრიშის მიხედვით, პატიმართა სიკვდილიანობა 2009 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა. ობუდსმენის განცხადებით, 2010 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 142 ადამიანი გარდაიცვალა, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 100-ზე ნაკლები იყო. პატიმართა გარდაცვალების ძირითად მიზეზად ომბუდსმენის ანგარიშში ტუბერკულიოზი და С ჰეპატიტია დასახელებული. პატიმართა გარდაცვალების მიზეზებს შორისაა გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებიც.
სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ტუბერკულიოზთან დაკავშირებული პრობლემა წინა წელთან შედარებით ”გაღრმავებულია.” ანგარიშში საუბარია "სიკვდილის ექსპორტზე" - ამ ტერმინით არის მოხსენიებული ფაქტები, როდესაც ”ფაქტობრივად გარდაცვლილი” პატიმრები სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაჰყავდათ. ”ძალიან ბევრი პატიმარი, რომელიც გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ან პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან, შეიძლება გზაში არ გარდაიცვალა, მაგრამ მაქსიმუმ ორი დღე იცოცხლა სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში,” განუცხადა საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს გიორგი ტუღუშმა.
ომბუდსმენის კრიტიკას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე გამოეხმაურა. ”სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიკვდილიანობის თითოეული შემთხვევა სამინისტროსთვის ძალიან დიდი განსაცდელი და ტრაგედიაა,” აღნიშნა მინისტრმა. მან დასძინა, რომ სამინისტრო ”ამ საკითხზე ზრუნავს.” მისი თქმით, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში ამ მიზნით რეფორმები გატარდა. ”ამ რეფორმებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ძირეულად ვზრუნავთ ტუბერკულიოზთან ბრძოლის საკითხებზე,” განაცხადა კალმახელიძემ.
სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული 700-გვერდიანი დოკუმენტი ომბუდსმენის ოფისმა პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გადააგზავნა და საკანონმდებლო ორგანო მას უახლოეს მომავალში მოისმენს.