ბელორუსი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ალაპარაკდა

ბელორუსი რუსეთთან და ყაზახეთთან ერთიანი საბაჟო ზონის ფარგლებში, სავიზო პოლიტიკის უნიფიცირებას აპირებს, განაცხადა ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი გორულკომ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ბელორუსსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემოღება, გოლუბკომ უპასუხა, რომ საბაჟო კავშირის ფარგლებში, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი, ეს საკითხი განიხილება. ”სავიზო რეჟიმის უნიფიკაცია მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში არ უნდა მოხდეს, კავშირს ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს ყველას მიმართ,” აღნიშნა მან.

ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილემ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი პოლიტიკური საკითხია და არა ეკონომიკური.”თუმცა ბელორუსი საბაჟო კავშირის მიდგომების უნიფიკაციას ემხრობა,” დასძინა მან.

ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-ს რუსული სამსახური ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, საქართველო-ბელორუსს შორის სავიზო რეჟიმის შემოღების აუცილებლობის შესახებ განცხადება ბელორუსიის პარლამენტშიც გაკეთდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები