ელიზაბეთ ტეილორის სასიყვარულო ბარათებს აუქციონზე გაიტანენ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/elizabeth.png##fbimage#
ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეთ ტეილორის სასიყვარულო ბარათებს აუქციონზე გაიტანენ. საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ტეილორის საქმროსთვის, უილიამ პოულისთვის მიწერილი ბარათები 1949 წლით არის დათარიღებული, როცა ტეილორი 17 წლის იყო, ხოლო მისი საქმრო  - 22-ის. თითოეული წერილი ვარდისფერ ფურცელზე ვარდისფერი მელნით არის დაწერილი.

 ონლაინ აუქციონი 19-26 მაისს გაიმართება. გარდა თავად ელიზაბეთ ტეილორის წერილებისა, აუქციონზე გაიტანენ უილიამ პოულისადმი მსახიობის დედის მიერ გაგზავნილ წერილსაც. აუქციონის ორგანიზატორების თქმით, ტეილორის გარდაცვალებამდე ყველა წერილის ფასი 25-35 ათასი დოლარი იყო. ახლა კი, მათი გაანგარიშებით, წერილების ფასი მინიმუმ სამჯერ გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტოს Associated Press-ის ცნობით, თითოეულ ბარათში ტეილორი თავის საქმროს თავის ”უსაზღვრო სიყვარულზე” უყვება. ”მე არასოდეს გამომიცდია მსგავსი გრძნობა: ის სრულყოფილია. მე აქამდე შენზე ძლიერ არავინ მყვარებია და არც არასოდეს მეყვარება,” ციტირებს სააგენტო ნაწყვეტს ტეილორის ერთ-ერთი წერილიდან.

 ტეილორისა და პოულის ნიშნობა 1949 წლის დასაწყისში გაიმართა, ერთი წლის შემდეგ კი მსახიობი კონრად ჰილტონ უმცროსზე დაქორწინდა. ეს მისი რვა ქორწინებიდან პირველ იყო. ოსკაროსანი მსახიობი, ელიზაბეტ ტეილორი 23 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

 

კომენტარები