სასჯელაღსრულების სამინისსტროსთან მსახიობი გია ბურჯანაძე დააკავეს

სასჯელაღსრულების სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს - მსახიობი გია ბურჯანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”რატომ” - ის ხელმძღვანელი მერაბ  ჭიქაშვილი, ასევე ლადო სადღობელაშვილი და გიორგი ხარაბაძე. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.  ადვოკატ გიორგი ნიკოლაიშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ იზოლატორში იმყოფებიან დაკავებულები. 

დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან აქცია პატიმრების მხარდასაჭერად გაიმართა. აქცია სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა ყაზბეგის გამზირი გადაკეტეს. 

კომენტარები