რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ( ვატო) ყიფიანი დააკავეს. ინფორმაცია ყიფიანის დაკავების შესახებ სააგენტო ”Росбалт”-მა გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოსკოვის მილიცამ ყიფიანი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე დააკავა, რომლის მტკიცებითაც ვატო ყიფიანმა მისი მეგობარი თანხის გამოძალვის მიზნით მოიტაცა.
რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, ყიფიანმა მოტაცებული პიროვნება «Marriott Grand Hotel ”-ის ნომერში დაამწყვდია და დანის მუქარით 750 ათასი დოლარის ვალის დაბრუნებას სთხოვდა. მილიციამ 35 წლის მძევალი გაათავისუფლა, ყიფიანი კი დააკავა. მძევალი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტის, ოთარ კვანტრიშვილის შვილი აღმოჩნდა. რუსეთში ყიფიანის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ფულის გამოძალვის მუხლით.
ვატო ყიფიანს ეძებენ საქართველოს სამართალდმცველებიც. 2010 წელს საქართველოს შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტების, დავით გაგნიძისა და კახა მისირელის მეშვეობით, ვატო ყიფიანი მოქალაქისთვის 140 ათასი ამერიკული დოლარის გამოძალვას ცდილობდა, ხოლო ამ საქმეების კოორდინატორი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე იყო. სამივე პირი ამჟამად დაკავებულია. საქართველოს შს სამინიტრომ ვატო ყიფაიანზე ძებნა გამოაცხადა. ძებნაში გამოცხდების შემდეგ ყიფიანი, რომელიც მანამდე უკრაინაში იმყოფებოდა საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.