კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე

გამოფენა "კარიკატურები და შარჟები ქართველ მწერლებზე" 25 მარტს 6 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება. მოხდება წიგნ "ფუნაგორიების" პრეზენტაცია, რომელშიც თავმოყრილია ცნობილი მწერლებისა და პოეტების — გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, გრიგოლ აბაშიძის, ნიკა აგიაშვილის და სხვათა ერთმანეთზე დაწერილი ფუნაგორიები, ანუ ავსიტყვაობა. ამავე წიგნში თავმოყრილია გალაკტიონ ტაბიძის, ირაკლი გამრეკელის, გიგლა ფარცხალავას, თენგიზ გოგოლაძის და სხვათა შარჟები.

კრებული შედგენილია ლადო ასათიანის, ნიკა აგიაშვილისა და კარლო კალაძის მიერ, მაგრამ პირველად ახლა გამოიცა ლიტერატურის მუზეუმის მიერ. მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის თქმით, აქამდე ტექსტები თითქმის გასაიდუმლოებული იყო, მათი მძაფრი შინაარსის გამო.

 

კომენტარები