ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს 5 მარტს დაჭრილი ქართველი კაპრალი, ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კაპრალი ვერსკიანი, რომელიც ნაღმზე აფეთქდა და ყელის არეში სამი ჭრილობა მიიღო, მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. ამავე ჰოსპიტალში მკურნალობენ მისიის შესრულების დროს დაჭრილი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გიორგაძე. სამინისტროს ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კაპრალი ვერსკიანი, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა, მეშვიდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. 5 მარტს მომხდარ აფეთქებას ჰელმანდის პროვინციაში განლაგებული 32-ე ბატალიონის კაპრალი, გიორგი ავალიანი ემსხვერპლა. 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, მუხრან შუკვანი 2010 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა. კაპრალი ნუგზარ კალანდაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი კი - 30 სექტემბერს.