ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის პრეზიდენტის ბიძაშვილი მოკლეს

ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის  პროვიცია ყანდაგარში სამხედრო ოპერაციის დროს, შემთხვევით, ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის ბიძაშვილი მოკლეს. ყანდაგარის პროვინციის ადმინსტრაციამ ეს ინფორმაცია დაადასტურა. ადმინისტრაციის ცნობით, ჰაჯი იან მოჰამედ  კარზაი წუხელ მის მშობილურ ქალაქში, ყარზ უზდა დანდში მისი სახლის შტურმისას სასიკვდილოდ დაიჭრა. რადიო თავისუფლების ცნობით, პრეზიდენტ კარაზაის უმცროსმა ძმამ,  აჰმად ვალი კარზაიმ , რომელიც ყანდაგარის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ  სოფლის თალიბებისგან გაწმენდის ოპერაციის დროს, მათი ოჯახის წევრი შემთხვევით მოკლეს. ყანდაგარის ქალაქ დენდში  ნატოს შენაერთები კანადური სამხედრო სარდლობის ქვეშ იმყოფებიან. ნატოს სარდლობის განცხადებით, ფაქტის გამოძიება მაშინვე დაიწყო, როგორც კი ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს.

ამ ინციდენტამდე რამდენი ხნით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა   მკაცრად გააკრიტიკა საერთაშორისო ძალები სამხედრო ოპერაციებისას ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისთვის.   გასულ კვირას,  ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებისა და აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის  სარდალი,  გენერალი დევიდ პეტრეუსი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა პროვინცია კუნარში ჩატარებული სამხედრო ოპერაციისას დაღუპული   ცხრა ბავშვის გამო, რომლებიც ამერიკელ მფინავებს თალიბებში აერიათ. ავღანეთის პრეზედენტმა პეტრეუსის ბოდიშს ”არასაკამარისი და მიუღებელი” უწოდა და საერთაშორისო უსაფრთხოების ძალებისგან მოითხოვა ”არ დაუშვან მშვიდობიანი მოქალქეების სიკვდილი”.

გაეროს 2008-2009 წლის სტატისტიკის მიხედვით, ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას 3600 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულთა ორი მესამედი თალიბებისა და სხვა  სამხედრო დაჯგუფებების მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტების მსხვერპლი გახდა.

კომენტარები