ცხინვალში რუსი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

ცხინვალის რეგიონში რუსი ე.წ. მესაზღვრეების რიცხვი 300-ით გიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური  სამსახურის სასაზღვრო ძალების უფროსის მოადგილეზე, გენერალ-პოლკოვნიკ ვიაჩესლავ დოროხინზე დაყრდნობით, ტელეკომპანია BBC ავრცელებს.  ”2010 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვითარების სიმძიმის გამო სამხრეთ ოსეთში სასაზღვრო ძალების შემადგენლობა  გაზრდილიყო. 300 მესაზღვრე დავამატეთ და ახლა იქ სასაზღვრო ძალების 1200-კაციანი კონტინგენტი გვყავს ,” განუცხადა BBC-ს რუსულ სამსახურს დოროხინმა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალის არგამოყენების  შესახებ ცალმხრივი ვალდებულების აღების შემდეგ, რუსეთმა ცხინვალის რეგიონში"სმერჩის" რეაქტიული სისტემით აღჭურვილი საარტილერიო დივიზიონი განათავსა. 

კომენტარები