კანადურმა ტელეკომპანია CBC-მ ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს საციგურაო ტრასაზე საცდელი დაშვებისას დაღუპული მოციგურავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები გამოაქვეყნა. კანადელმა ჟურნალისტებმა ვანკუვერის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციას შორის მიმოწერას მიაკვლიეს. ელექტრონულ წერილებში მითითებულია, რომ ციგაობის ფედერაცია ვანკუვერის ოლიმპიადის გახსნამდე 11 თვით ადრე უკვე გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ შესაძლოა ახალ ტრასაზე დაშვების დროს სპორტსმენები „მძიმედ დაშავებულიყვნენ, ან კიდევ უარესი მომხდარიყო.“ კერძოდ, ფედერაციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ ტრასის სიჩქარე დასაშვებზე გაცილებით მეტი იყო.
21 წლის სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა. უისტლერის ტრასაზე სავარჯიშო დაშვების დროს მან მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით ტრასის ბორტს შეეჯახა. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა და ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენის დაღუპვა „მისი გამოუცდელობით“ ახსნეს და განაცხადეს, რომ ქუმარიტაშვილმა მოსახვევიდან გამოსვლა დააგვიანა და მომდევნო მოსახვევში სწორად შესვლა ვერ შეძლო.
კანადური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ასანიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული მხარე ამ საკითხის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. „შენიშვნები ტრასის გაუმართავობასთან დაკავშირებით მართლაც ბევრი იყო ამ ტრაგედიამდე, თუმცა ეს არ გაითვალისწინეს, რამაც, საბოლოოდ, სპორტსმენის დაღუპვა გამოიწვია,“ აღნიშნა ასანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.