საკანონმდებლო ორგანომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 95 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 2011 წლის ბიუჯეტი 2010 წელთან შედარებით 30 მილიონით არის გაზრდილი და მისი საერთო მოცულობა 7 107.1 მილიონ ლარს შეადგენს.
2011 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 6 366.8 მილიონი ლარია, გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 5 571. 0 მილიონი ლარი. ეს პროგნოზი ფინანსთა სამინისტრომ 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მოლოდინით განსაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ხარჯებმა 5 734. 1 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის: შრომის ანაზღაურება - 1 089.4 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 793.8 მლნ ლარი; პროცენტი - 314.3 მლნ ლარი; სუბსიდიები - 218.6 მლნ ლარი; გრანტები - 996.1 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 1 489.7 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 832.2 მლნ ლარი.
ოპოზიციამ მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრების განცხადებით, 2011 წლის ბიუჯეტი ”სტაბილიზაციის კი არა, სტაგნაციის ბიუჯეტია.” ”ის კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკურ ჭაობში ჩაძირავს საქართველოს, ვიდრე 2010 წელს იყო,” განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ საპარლამენტო დებატების დროს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის კრიტიკა არ გაიზიარა. მმართველი პარტიის წევრების თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი დასაქმებაზე და ინვესტორების ნდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.