Credit Suisse-ის შეფასებით, მსოფლიო დოვლათი 200 ტრილიონ დოლარს აღწევს. 2000 წლიდან გლობალური დოვლათი 72%-ით გაიზარდა. ამ მატების დიდი წილი დოლარის შესუსტებულ პოზიციებზე მოდის, თუმცა ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის მზარდი დონე არანაკლებ როლს ასრულებს.
Credit Suisse დოვლათს განმარტავს, როგორც ფინანსური და არაფინანსური აქტივების საერთო ღირებულებას. გათვლაში მონაწილეობს ვალიც, რომელიც საერთო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს.
Credit Suisse 153 ქვეყანას იკვლევს. რადგან ბავშვები იშვიათად ფლობენ დოვლათს, კვლევა მოიცავს ზრდასრულ მოსახლეობას მსოფლიო მასშტაბით. 2010 წელს ეს კატეგორია 4.4 მილიარდს შეადგენს.
ფინანსური და არაფინანსური აქტივები 2007 წლამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდებოდა. შემდეგ დაახლოებით 10%-ით დაეცა. ბოლო 2 წლის მანძილზე ისევ იმატებს.
2000-2007 წლებში ვალი ერთ ზრდასრულ ადამიანზე 80%-ით გაიზარდა. შემდეგ ნაწილობრივ შემცირდა. დღეს გლობალურად ერთ ზრდასრულ ადამიანზე 8.400 დოლარის ოდენობის ვალი მოდის. ის შედარებით დაბალია განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. აქ ვალი მთლიანი აქტივების 10%-ია. განვითარებულ ქვეყნებში ვალის ტიპური დონე 15-20%-ს აღწევს.
ამ ტენდენციას ახსნა აქვს: ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრის (და სუსტი საკუთრების უფლებების) შემთხვევაში, კრედიტზე მოთხოვნა ხშირად დაკმაყოფილებული არ არის. შესაბამისად, ვალის უფრო მაღალი დონე სწორედ განვითარებულ ქვეყნებშია.
აქ ინსტიტუტებიც გამართულად მუშაობს და საკრედიტო ბაზრებიც უფრო განვითარებულია. დანიაში, მაგალითად, ვალის დონე 20%-საც აჭარბებს. მეტწილად სტუდენტური სესხების გამო – სტუდენტებს, როგორც წესი, ვალის ადრე დაფარვის მოტივაცია არ აქვთ.
ზრდასრულ ადამიანთა შემოსავალი მსოფლიოს მასშტაბით 43%-ით, 2000 წელს 30.700 დოლარიდან 2010 წელს 43.800 დოლარამდე გაიზარდა. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ისლანდიასა და არგენტინაში, მაგალითად, ზრდასრულ ადამიანთა დოვლათი 30%-ით შემცირდა. იაპონიაში მხოლოდ 5%-ით გაიზარდა. ეს მატებაც დოლართან მიმართებაში იენის გამყარებამ გამოიწვია. აშშ-ის ზრდაც, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, საკმაოდ მოკრძალებული იყო. ავსტრალიაში, ჩინეთში, ახალ ზელანდიაში, პოლონეთსა და რუმინეთში, მეორე მხრივ, ზრდასრული ადამიანების ქონება გასამმაგდა.
იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანი მსოფლიოს მდიდარ ნაწილში მოხვდეს, აქტივების სახით, მხოლოდ 4 ათასი დოლარი სჭირდება. რა თქმა უნდა, ვალის გარეშე. თუმცა, მოთხოვნა 72 ათას დოლარს აჭარბებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდს მსოფლიოს 10%-ში დამკვიდრება სურს.
გლობალური დოვლათის მფლობელთა ამ 10%-ში ჩინეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტი ზრდასრული ჰყავს. მას მხოლოდ აშშ, იაპონია და გერმანია უსწრებს. Credit Suisse-ის შეფასებით, ჩინეთი უახლოეს მომავალში გერმანიას და იაპონიასაც გადაუსწრებს.
ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ ზრდასრულზე საშუალოდ მეტი დოვლათი მოდის, ვიდრე ევროპაში. თუმცა ძველი კონტინენტის მოსახლეობა მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯამში ევროპას მეტი დოვლათი აქვს, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკას. ევროპის მოსახლეობა გლობალური დოვლათის 32%-ს ფლობს. ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა – 31%-ს.
აღმოსავლეთ აზია და ოკეანეთი (ჩინეთისა და ინდოეთის გამოკლებით) – 22%-ს. დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობაზე მთელი დოვლათის 15% მოდის. ამასთან, მთელი ზრდასრული მოსახლეობის 58% სწორედ ამ დანარჩენ მსოფლიოში ცხოვრობს.
მსოფლიოს უმდიდრესი 1%, ინდივიდისგან სუფთა დოვლათის სახით, 588 ათას დოლარზე მეტს მოითხოვს. მსოფლიოს უმდიდრესი 10% გლობალური დოვლათის 83%-ს ფლობს. აქედან 43% ულტრამდიდარ 1%-ზე მოდის.