ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფლად ითვლება, თუ არ ზღუდავს ინდივიდუალურ არჩევანს, ნებაყოფლობით გაცვლას, კონკურენციის თავისუფლებას. აუცილებელი პირობაა კერძო საკუთრების დაცვა.
ეკონომიკურ თავისუფლებას ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია – Heritage Foundation და Fraser Institute ზომავს. ორივე მათგანი თანხმდება, რომ ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად 2008-2009 წლებში შემცირდა.
ამ ფონზე ორივე ორგანიზაციის რეიტინგში საქართველო სტაბილურად წინ მიიწევს. Heritage Foundation 2009 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს 183 ქვეყანას შორის 26-ე, ხოლო ევროპის 43 ქვეყანას შორის, მე-14 ადგილზე ათავსებს. რეიტინგი წინა წელთან შედარებით 0.6 პუნქტით გაუმჯობესდა. Fraser Institute 2008 წლის მონაცემებზე დაყრდნობით საქართველოს 141 ქვეყანას შორის 23-ე, ხოლო ევროპის 40 ქვეყანას შორის მე-10 პოზიციას ანიჭებს – რეიტინგი წინა წელთან შედარებით 19 ადგილით გაუმჯობესდა.
ამ ორი ორგანიზაციის კვლევის მეთოდი ერთმანეთისგან განსხვავდება. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 10 ტიპის თავისუფლებას ცნობს: ბიზნესის, ვაჭრობის, მონეტარული, ფისკალური, საინვესტიციო, ფინანსური, შრომის თავისუფლება, კორუფციისგან თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა და მთავრობის ზომა. თითოეული ფასდება 0 – 100 შკალით, სადაც 100 ქულა მაქსიმალურ თავისუფლებას ნიშნავს. Fraser Institute-ის კვლევა ეყრდნობა 42 სხვადასხვა საზომს და 5 კომპონენტს – მთავრობის ზომა; საკანონმდებლო სტრუქტურა და საკუთრების უფლების დაცულობა; ჯანსაღი ფულის მისაწვდომობა; საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება; კრედიტის, შრომის და ბიზნესის რეგულირება. კომპონენტები იზომება 1 – 10 შკალით, უფრო მაღალი ქულა მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას ნიშნავს.
ამ კვლევების თანახმად, 2008-2009 წლებში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების საერთო ინდექსი მსოფლიო საშუალოზე მაღალია: Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი (70.4) მსოფლიო საშუალოს (59.4) 11 პუნქტით აღემატება. Fraser Institute-ის კვლევის თანახმად კი, საქართველოს მაჩვენებელი (7.47) მსოფლიო საშუალოს (6.67) 0.8 პუნქტით აღემატება.
საქართველო ეკონომიკურად მოსაზღვრე ქვეყნებზე უფრო თავისუფალიცაა. Heritage Foundation-ის თანახმად, საქართველოს ინდექსი მეზობელი ქვეყნების ინდექსებზე საშუალოდ 9.9 პუნქტით მეტია: სომხეთის ინდექსს (69.2) 1.2 პუნქტით, აზერბაიჯანის ინდექსს (58.8) 11.6 პუნქტით, რუსეთის ინდექსს (50.3) 20.1 პუნქტით, თურქეთის ინდექსს (63.8) 6.6 პუნქტით აღემატება. Fraser Institute-ის თანახმად, საქართველოს ინდექსი ხსენებული ქვეყნების ინდექსებზე საშუალოდ 0.98 პუნქტით მეტია: სომხეთის ინდექსს (7.12) 0.35 პუნქტით, აზერბაიჯანის ინდექსს (6.36) 1.1 პუნქტით, რუსეთის ინდექსს (6.62) 0.85 პუნქტით, თურქეთის ინდექსს (6.82) 0.65 პუნქტით აღემატება.
საკუთარ რეიტინგში საქართველოს წინსვლას ორივე კვლევა ერთნაირად ხსნის. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველომ სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, არ მიმართა საკრედიტო ექსპანსიისა და რეგულირების მცდარ პოლიტიკას, რითაც თავიდან აიცილა ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვა. Heritage Foundation-ის თანახმად, ქვეყანამ საკუთარი ინდექსი თავისუფალი ვაჭრობისა და კორუფციასთან ბრძოლის შედეგად გააუმჯობესა. თავისუფალი ვაჭრობის მხრივ, საქართველოს მაჩვენებელი (89.1) მეტია როგორც მსოფლიო საშუალო (74.2), ისე მეზობელი ქვეყნების ინდექსებზეც. საქართველოში ვაჭრობა მსოფლიოსთან შედარებით, საშუალოდ 14.9 პუნქტით უფრო თავისუფალია. სომხეთს (80.5) 8.6 პუნქტით, აზერბაიჯანს (77.1) 12 პუნქტით, რუსეთს (68.4) 20.7 პუნქტით, თურქეთს (86.4) 2.7 პუნქტით აღემატება. კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, საქართველოს ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. საქართველოს ინდექსი კორუფციისგან თავისუფლების კომპონენტში (39) მსოფლიო საშუალოს (40.5) 1.5 პუნქტით ჩამორჩება. მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოზე ნაკლები კორუფცია მხოლოდ თურქეთშია (46). საქართველო სომხეთთან შედარებით (29) 10, აზერბაიჯანთან შედარებით (19) 20, რუსეთთან შედარებით (21) 18 პუნქტით უფრო თავისუფალია. Fraser Institute-ის თანახმად, პოზიციის გამყარება ეკონომიკური აქტივობის დერეგულაციის, ბიზნესის დაწყების გაადვილების, შრომითი ურთიერთობების ლიბერალიზაციისა და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივების შედეგია. კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულირების მხრივ, საქართველო (7.81) ყველა მეზობელთან შედარებით უფრო თავისუფალია: სომხეთი (6.78) 1.3 პუნქტით, აზერბაიჯანი (6.87) 0.94 პუნქტით, რუსეთი (5.69) 2.12 პუნქტით, თურქეთი (6.54) 1.27 პუნქტით ჩამორჩება. ვაჭრობაც უფრო თავისუფალია: საქართველოს მაჩვენებელი (7.73) სომხეთის მაჩვენებელზე (6.61) 1.12 პუნქტით, აზერბაიჯანის (6.66) 1.07 პუნქტით, რუსეთის (5.77) 1.96 პუნქტით, თურქეთის მაჩვენებელზე (6.41) კი 1.32 პუნქტით მეტია.
ორივე კვლევა საქართველოს მთავარ ნაკლად საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიიჩნევს. Heritage Foundation-ის თანახმად, ქვეყნის მაჩვენებელი (40) მსოფლიო საშუალოზე (43.8) 3.8 პუნქტით ნაკლებია. მეზობელი ქვეყნებიდან საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ თურქეთშია (50). საქართველოს საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ ჩამორჩება სომხეთი (30) 10, აზერბაიჯანი (20) 20 და რუსეთი (25) 15 პუნქტით. Heritage Foundation საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ მთავარ პრობლემად სასამართლო სისტემის გაუმართაობასა და მისადმი ნაკლებ ნდობას ასახელებს. განსაკუთრებით დაუცველად კი კერძო და ინტელექტუალურ საკუთრებას მიიჩნევს.
Fraser Institute-ის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი (5.07) ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით დაბალია: სომხეთს (5.49) 0.42 პუნქტით, აზერბაიჯანს (6.40) 1.33 პუნქტით, რუსეთს (5.73) 0.66 პუნქტით, ხოლო თურქეთს (5.61) 0.54 პუნქტით ჩამორჩება. Fraser Institute ამ შედეგს შესაბამისი ინსტიტუტების არარსებობით ხსნის და მიიჩნევს, რომ ლიბერალიზაციასთან ერთად, ქვეყანამ მიღწეულის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად, ინსტიტუტები უნდა აშენოს. მთავარ პრობლემებად სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებელი განაჩენის გამოტანის პრაქტიკასა და სასამართლოზე ზეწოლას ასახელებს.
გამოვლინდა სამი საერთო ტენდენცია: ქვეყნების უმეტესობამ გლობალური კრიზისის საპასუხოდ თავისუფალი ბაზრის რეგულირების გზა აირჩია. ეკონომიკურ აქტივობაში მთავრობების ჩარევის ფონზე, ეკონომიკური თავისუფლება გლობალურად შემცირდა. ეკონომიკური კრიზისის შედეგების დაძლევა მთავრობის ზომის ზრდის ხარჯზე არაეფექტიანი აღმოჩნდა.
ორივე კვლევით დასტურდება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა, მშპ ერთ სულზე უფრო მაღალია. ასეთ ქვეყნებში ადამიანები სარგებლობენ მეტი ინდივიდუალური თავისუფლებით, უფრო ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით და დასაქმების მეტი შანსით. ასეთ ქვეყნებში გარემოსდაცვითი პრობლემები და მკვლელობების რიცხვიც ნაკლებია. ეკონომიკური თავისუფლება ხელს უწყობს დემოკრატიულ მმართველობას.