ვინ აფინანსებს "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების" ხელახალ ჩაწერას, სადაც ქალებს არ ამღერებენ9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის თავზე პირველად, სიმღერა "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ხელახლა ჩაიწერება, თუმცა ქალების გარეშე. როგორც აღმოჩნდა, ეს კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა. ის ამბობს, რომ "ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი და სწორედ ამიტომ აი ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას".