მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: უხერხულია ჩემი დადანაშაულება რასიზმში, სექსიზმში, განსაკუთრებით, შობადობის საკითხზე

ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი.

ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.

ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს.

დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით.

წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირად Facebook-ის ანგარიშზე 20 ნოემბერს სასამართლო პროცესზე ჩართვისას თავის განცხადებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვჭირდება ბევრი ბავშვი, ჩვენ გვჭირდება სტიმულები. დღეს ქართველი ქალები ატარებენ მუცლით სხვის შვილებს. [...] თუ უნდა მოხდეს ხელოვნურად ჩასახვა, თავისი შვილი უნდა ჩასახონ და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის და არავის". - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები