სროლა

დიდ დიღომში სროლის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავი 2

დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე სროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა - ინფორმაციას R2 ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე ნაპოვნია დაცხრილული ავტომობილი.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები