სროლა

თელავში პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა

flickr

თელავში პნევმატური იარაღით გასროლის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები იარაღით თამაშობდნენ.

დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები