სროლა

ინფექციურ საავადმყოფოში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პაციენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაციენტის თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, სროლა საავადმყოფოს წინ მდებარე კორპუსიდან განხორციელდა.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, სროლის ფაქტი ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, ადგილზე კი ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაიწყებული, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარები