ინგუშეთი

ინგუშეთში შეიარაღებულ თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა

© East News, AA/ABACA

11 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა რუსეთში, ინგუშეთში მთავარ მაგისტრალზე ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, ადამ ხამხოევის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსული სამთავრობო გამოცემა TACC-ი ავრცელებს

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. მათ შორის, 1 სამართალდამცავია, ხოლო სხვა დაღუპულები აღნიშნული თანამდებობის პირის ნათესავები არიან. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლითაა დაწყებული. 

TACC-ის ცნობით, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი მალევე დატოვეს და ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით გაემართნენ, თუმცა პოლიციამ ისინი უკვე დააკავა. 

კომენტარები