გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი მომდევნო კვირაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს, მას შემდეგ მთავრობასთან კონსულტაციების დროს მშობლებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.
9 ივნისს Sky News-თან საუბრისას ტექნოლოგიის მინისტრმა ლიზ კენდალმა განაცხადა, რომ კონსულტაციებისას 10-დან 9 მშობელი მსგავს აკრძალვას მიემხრო. მისივე თქმით, მთავრობა ორ ზოგად ვარიანტს განიხილავს: 16 წლამდელებისთვის სოციალური მედიის გამოყენებაზე "საყოველთაო" აკრძალვა, ან სოციალური ქსელებისა და აპლიკაციების ძირითად ფუნქციებზე ასაკობრივი შეზღუდვები. "აკრძალვა განიხილება," დაამატა მან.
Bloomberg-ის მიხედვით, შეზღუდვას სტარმერი მომდევნო კვირაში გამოაცხადებს. ასევე მოსალოდნელია, რომ მომდევნო დღეებში მისი მთავრობა თავდაცვაში ინვესტიციების ჩადების გეგმავს წარადგენს, რომელიც თავდაცვის ხარჯის გაზრდასაც მოიცავს.





