რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 მაისს განაცხადა, რომ სამხედრო წვრთნების ფარგლებში იაპონიაში ამერიკული სარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთის აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.
"რუსეთი სამხედრო წვრთნების განმავლობაში იაპონიის მხრიდან აშშ-ს Typhon-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყოფას მიიჩნევს ნაბიჯად, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის შორეული აღმოსავლეთის საზღვრებს." – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, მოსკოვმა ამის შესახებ იაპონიის მთავრობას არაერთხელ აცნობა და გააფრთხილა, რომ იაპონიაში ნებისმიერი ტიპის რაკეტების განლაგებას "სერიოზულად ნეგატიური გავლენა ექნება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, და რომ ეს ჩვენი შორეული აღმოსავლეთის საზღვრებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს".
"ჩვენ ასევე რეგულარულად ვაფრთხილებდით იაპონურ მხარეს, არ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელზეც გარდაუვალად ვიფიქრებთ, რომ არის მიზანმიმართული, მტრული და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას". – აღნიშნა ზახაროვამ.




