კრემლის პროპაგანდა

მარგარიტა სიმონიანი: 2008 წლის აგვისტო თუ გამეორდა, პირდაპირ თბილისს დავბომბავთ

ცნობილი კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს Telegram-ში პოსტით გამოეხმაურა.

"დემონსტრანტები თბილისში ყვირიან: სოხუმი! სოხუმი!

სინამდვილეში თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს აურზაური ჩვენთვის მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო. 

ვინაიდან ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ, მათ აღარ ჰყავთ კრემლის სპეციალისტები. და არავინაა, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოსთან ენის მოჩლექით ლაპარაკს არავინ აპირებს და არც ჯარს გაგზავნის იქ ვინმე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ(დაბომბავენ), ბევრი ლაპარაკის გარეშე, რადგან:

ა) სენტიმენტების დრო არ გვაქვს

ბ) თბილისში არ არის კიევ-პეჩერის ლავრა

გ) არავის და არასდროს უფიქრია რომ ჩვენ და ქართველები ერთი ხალხი ვართ და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი"

ამიტომ სულ ტყუილად ატეხეთ ეს ამბავი. ლამაზი ქალაქი და ტემპერამენტიანი მაცხოვრებლები მაინც დაინდეთ. თვითონ ხომ ხედავთ არ ენანებათ თავი". – წერს კრემლის პროპაგანდისტი.


7 მარტს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონის ერთი ვერსია, რომელსაც "ამერიკულს" უწოდებს, პირველი მოსმენით მიიღო.

ათასობით ადამიანი პარლამენტთან გამოვიდა და რუსული კანონის მიღება გააპროტესტა. შსს-მ მშვიდობიანი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და ჭავლის გამოყენებით 8 და 9 მარტის ღამეს დაშალა. 9 მარტს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის გამოწვევის შესახებ განცხადება გაავრცელა.

10 მარტს პარლამენტმა მეორე მოსმენით რუსული კანონი ჩააგდო.

კომენტარები