დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს მდგრადი განვითარებისკენ სვლას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მუდმივ პროგრესს და გაზრდის მის ავტორიტეტს საერთაშორისო ასპარეზზე.
მოუთმენლად ველი მინსკსა და თბილისს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, მათ შორის სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.




