აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ 25 მაისს სამხრეთ ირანზე "თავდაცვითი" იერიშები მიიტანეს, რომლის სამიზნეც რაკეტების გამშვები ობიექტები და ირანული ნავები იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, მთავარი საზღვაო სამარშრუტო გზების დანაღმვას ცდილობდნენ.
განცხადებაში CENTCOM-მა აღნიშნა, რომ იერიშების მიზანი "ირანული ძალების მხრიდან შექმნილი საფრთხეებისგან ამერიკელი სამხედროების დაცვა" იყო.
"აშშ-ს ცენტრალური სარდლობა განაგრძობს ჩვენი ძალების დაცვას, რის პარალელურადაც თავშეკავებულობას იჩენს მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე." – განაცხადა ცენტრალური სარდლობის სპიკერმა და აშშ-ს საზღვაო ძალების კაპიტანმა, ტიმ ჰოკინსმა.
მანამდე ირანული მედია წერდა, რომ ირანის საპორტო ქალაქ ბანდარ აბასთან აფეთქებების ხმა ისმოდა, რის შემდეგაც ირანულმა სამთავრობო მედიამ დაწერა, რომ ვითარება "სრულად ექვემდებარებოდა კონტროლს".
ამასთან, იერიშების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ რეპორტიორებს განუცხადა, რომ საზღვაო მარშრუტი "ერთი ან მეორე გზით უნდა გაიხსნას".
"რაც იქ ხდება არაკანონიერია, არალეგალურია და მსოფლიოსთვის არამდგრადია, ეს მიუღებელია," თქვა მან და დაამატა, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევას შესაძლოა, "რამდენიმე დღე დასჭირდეს".




