საფრანგეთმა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, ითამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ამის შესახებ შაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა და დაამატა, რომ ეს ღაზისკენ მიმავალი აქტივისტების ფლოტილიის მიმართ ბენ-გვირის მიერ დამამცირებელი მოპყრობის გამო მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის მზარდ აღშფოთებას ასახავს.
"დღეიდან ითამარ ბენ-გვირს საფრანგეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება. ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად, ევროკავშირსაც მოვუწოდებ, რომ ითამარ ბენ-გვირის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს" - დაწერა ბარომ X-ზე.




