მარტივი არ იყო საქართველოში ჩამოსვლა, იმ გაგებით, რომ ჩემ გარემოცვაში იყო რუსეთის აგენტურა ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩამოდიოდა, მეუბნებოდა: ჩამოდი, ჩამოდი, ჩამოდი. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ბრძოლა "გაიჩითა" ჩემს გარემოცვაში. პირველად როცა მოვდიოდი, 2020-ში გადასცა ჩემი კოორდინატები ივანიშვილის ხელისუფლებას [...] წინასწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება.
მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არა მხოლოდ არ დამხვდა, არამედ ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით მთელი ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს. არის ასეთი ადამიანი, ვინც შემდეგ სხვა პროვოკაციებშიც მონაწილეობდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა
სააკაშვილი: ერთი პირი მუდმივად მეუბნებოდა ჩამოდიო, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილს

![გამოვლენილია ფინანსური დანაშაულის 3 ფაქტი, დაკავებულია 6 პირი – საგამოძიებო [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/ssaa.png.jpg?itok=1wfu_1Ke)


