უმუშევრობა

უმუშევრობის დონე საქართველოში 2026 წლის I კვარტალში – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა და 14.4% იყო. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ითაა შემცირებული 53.4%-ს შეადგენს, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1%-ით და 45.7%-ია. 

2026 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.3%-ით შემცირდა და 67.5% შეადგინა. 1.3%-ით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვიც.

საქსტატის ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქალებში უმუშევრობა გაზრდილია 0.5%-ით და 12.1%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8%-ით და 16.2%-ს შეადგენს.

შესაბამისად, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2%-ით, ხოლო კაცებში - 0.8%-ით. 

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2026 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4%-ს, ხოლო კაცებში 64.9%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1%-ით, ხოლო კაცებში - 1.6%ით.

რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვნებლებს დასახლებების მიხედვით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.9%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1%-ით და შესაბამისად 45.9 პროცენტს და 45.4 პროცენტს შეადგენს.

 

კომენტარები