მარნეულში, სოფელ ალგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




