რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბოჭორიშვილი: EU-ს ზოგი წევრის დამოკიდებულება გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნებას არ გვაძლევს

საქართველოს მიმართ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის დამოკიდებულება, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე დააყენოს.

ამ დამოკიდებულებას, რასაც ჩვენ ვხედავთ რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად სჭირდება გადახედვა, სიცხადე, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსთან და საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში საქართველოში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებასთან მიმართებით.

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. საქართველო შეთანხმებას არ შეუერთდა.

კომენტარები