საქართველოს რაგბის კავშირი

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის მერაბ შარიქაძემ 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. 

ცნობილია სხვა მორაგბეების საბოლოო განჩენიც:

გიორგი ჭყოიძე 6-წლიანი დისკვალიფიკაცია;

ლაშა ხმალაძე 3-წლიანი დისკვალიფიკაცია;

მირიან მოდებაძე 3-წლიანი დისკვალიფიკაცია;

ოთარ ლაშხი  3-წლიანი დისკვალიფიკაცია:

ლაშა ლომიძე 9-თვიანი დისკვალიფიკაცია.

გარდა ამისა, 9-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას. 

BBC-ის ცნობით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.

მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, World Rugby, რომელმაც 2023 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები აღმოაჩინა, მიიჩნევს, რომ ნიმუშების შეცვლის ეს სქემა რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს და World Rugby-ის ერთობლივი გამოძიების შედეგად, დადასტურდა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშისა და სპორტსმენთა დამხმარე პერსონალის 1 წევრის მხრიდან.

კომენტარები