თავდასხმა გელა მთივლიშვილზე

შსს-ს ცნობით, გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, მთის ამბების დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს დაესხნენ - დაზიანებული აქვს სახე.

მთივლიშვილის ცნობით, თავს დაესხა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე, წერს, რომ თავდასხმა გადაცემის ღია სივრცე დასრულების შემდეგ მოხდა, სწორედ ამ ეთერის სტუმარი იყო მარგებაძეც. 

კომენტარები