თავდასხმა გელა მთივლიშვილზე

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ

გელა მთივლიშვილი

მთის ამბების დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს დაესხნენ - დაზიანებული აქვს სახე.

მთივლიშვილის ცნობით, თავს დაესხა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე, წერს, რომ თავდასხმა გადაცემის ღია სივრცე დასრულების შემდეგ მოხდა, სწორედ ამ ეთერის სტუმარი იყო მარგებაძეც. 

"ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, ქართული ოცნების მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!" - წერს მთივლიშვილი. 

ტაბულა დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

კომენტარები