გამოცემა მთის ამბების რედაქტორის, გელა მთივლიშვილს თქმით მას წეროვნის ავტობანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მთივლიშვილის თქმით, თავდამსხმელი ტელეფონის წართმევას და ინციდენტის ამსახველი კადრების წაშლას ცდილობდა.
გამოცემა მთის ამბები მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში ავრცელებს
"თბილისში ვბრუნდებოდით, რა დროსაც უკან თეთრი ფერის პიკაპი აგვედევნა სახელმწიფო ნომრით BJ-573-BB. რადგან საავარიო სიტუაციას გვიქმნიდა, მანქანა გავაჩერეთ. პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანმხლები პირი გადმოხტნენ.
შეიარაღებული თანამშრომელი ყვიროდა, რატომ არ გავატარე, იგინებოდა და მემუქრებოდა. როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს. შეიარაღებული პირი ვიდეოს წაშლას მათგანაც ითხოვდა". - თქვა გელა მთივლიშვილმა.