რუსული მედიის ცნობით, 9 მაისის აღლუმის პარალელურად მოსკოვის ცენტრში მობილური ინტერნეტი გათიშეს. ამის შესახებ Осторожно, Москва და MSK1 იუწყებიან.
მანამდე რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ გამარჯვების დღის აღლუმის ჩატარების დღეს მოსკოვში მობილური ინტერნეტი და SMS შეტყობინებები შეიზღუდებოდა. უწყებამ ასევე დააზუსტა, რომ წვდომა შეუძლებელი იქნებოდა მოსკოვის მიერ ნებადართული "თეთრი სიის" ვებგვერდებზეც.
მოსკოვში მობილური ინტერნეტი 5 მაისსაც გათიშეს, როდესაც აღლუმის ერთ-ერთი რეპეტიცია მიმდინარეობდა.
ინტერნეტის შესაძლო გათიშვების შესახებ მოსახლეობა რუსეთის სხვა რეგიონებშიც გააფრთხილეს.
მოსკოვში 9 მაისის აღლუმი უკვე დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ პუტინთან ერთად აღლუმს ესწრებოდნენ ბელარუსის, ყაზახეთის, ლაოსისა და მალაიზიის ლიდერები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების პრეზიდენტები. კრემლის განცხადებით, ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით ჩავიდა.




